სვეტიცხოვლის ტაძარში ლოცვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

სვეტიცხოვლის ტაძარში ლოცვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

სვეტიცხოვლის ტაძარი, სადაც არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარია დასვენებული, სავარაუდოდ, ამაღამ არ დაიკეტება.

როგორც "ინტერპრესნიუს" სვეტიცხოვლის მღვდელმსახურმა ალექსანდრე ბეჟიტაშვილმა განუცხადა, ლოცვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

სვეტიცხოველში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. ამ წუთებში სასულიერო პირები სახარებას კითხულობენ. საღამოს მსახურება 17:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სახარებისა და ფსალმუნების კითხვა.

სასულიერო პირები პანაშვიდებს გადაიხდიან. ხვალ დილით კი საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

წირვის დასრულების შემდეგ მიცვალებულს წესს აუგებენ. ხვალვე მამა ილია კარტოზიას ცხედარს წმინდა აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და მისი სურვილისამებრ, მონასტრის ეზოში, ლოდის ძირში დაკრძალავენ.