წაიყვანს თუ არა პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს ალენ დელონი?

წაიყვანს თუ არა პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს ალენ დელონი?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს ალენ დელონი წაიყვანს. საღამოს ორგანიზებას ხელოვნების ცენტრი "არტ პალასი" უწევს. თუმცა, ხელოვნების ცენტრმა დღეს გააკეთა კომენტარი, სადაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

მედიაში, იწერებოდა ინფორმაციები, სადაც ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი აცხადებდა, რომ ალენ დელონს საქართველოსადმი განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს და დეპრესიიდან სწორედ ქართველი მწერლის შემოქმედებამ გამოიყვანა.

„რამდენიმე წლის წინ მგონი რუსულ საიტებზე გამოჩნდა ასეთი ინფორმაცია ალენ დელონის შესახებ, რომ ის ერთმა უცნობმა ადამიანმა გადაარჩინა. ეს უცნობი იყო ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა. მისი თქმით, ის იყო ღრმა დეპრესიაში, დეპრესიიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ის გადაარჩინა მისმა ექიმმა და ერთ-ერთი უცნობი მწერლის შემოქმედებამ. ახლა გავიგეთ, რომ შესაძლებელია მსახიობი საქართველოში ჩამოვიდესო, ვნახოთ, თუ ჩამოვა ალბათ, ჩვენც გვექნება საშუალება ვკითხოთ ამ ინფორმაციის შესახებ",- აცხადებს ლელა რაზიკაშვილმა

ვაჟა-ფშაველას შთამომავალს „რეპორიტორი" დაუკავშირდა. ლელა რაზიკაშვილის განმარტებით, ალენ დელონის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი, მანაც ჭორის დონეზე გაიგო და კომენტარიც ამიტომ გააკეთა:

„გუშინ გავიგე ეს ამბავი და მეც ასევე, ჭორად ვუთხარი ჟურნალისტს, მე წყარო არ ვარ, უბრალოდ პრეისტორია მოვუყევი ჟურნალისტს, ამბობენ რომელიღაც კერძო კომპანიას ჩამოყავსო. მეც გამოვთქვი იდეა, რომ ამ შემთხვევაში სტუმარს შევთავაზებ მთაში გასეირნებას და თანაც იმ ინფორმაციის გადაზუსტებას, რაც ვაჟასთან მიმართებაში მის განწყობას ეხება! დიდი ხანია ეს ინფორმაცია ტრიალებს საზოგადოებაში და დროა პირველწყაროდან გავიგოთ ყველაფერი", - განუცხადა „რეპორტიორს" რაზიკაშვილმა.