რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონიდან ტანკებისა და არტილერიის გაყვანა დაიწყოს რუსეთის პრეზიდენტის გეგმის შესაბამისად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"დაჟინებით მოვუწოდებთ მხარეებს, ისარგებლონ კონფლიქტის ზონიდან შეიარაღების გატანის რეალური შესაძლებლობით და ამით თავიდან აირიდონ მშვიდობიანი მოსახლეობის მომავალი მსხვერპლი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ეუთო-სთან ერთად, უზრუნველყოს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა.