თინა ხიდაშელი ევრონესტის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

თინა ხიდაშელი ევრონესტის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

20-21 იანვარს ბრიუსელში ევრონესტის კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი მიიღებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან.

კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისათვის ევროპულ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.