ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმენი ისტორიული სამშობლოს დიდი პატრიოტია. ბატონმა ჰიუმ ერთხელ შემდეგი სიტყვებიც კი წარმოთქვა: “სადაც არ უნდა ვიცხოვრო, დედამიწის რომელ ნაწილშიც არ უნდა ვიყო, სულითა და ფიქრებით ყოველთვის ავსტრალიას დავტრიალებ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი პატრიოტი ვარ!”
ცოტა ხნის წინ ჯეკმენი მეუღლესთან და შვილებთან ერთად სან-დიეგოს მუზეუმს სპეციალურად ეწვია. ამ დაწესებულებაში ავსტრალიელი აბორიგენების კულტურა იყო გამოფენილი.
ჯეკმენების ოჯახის ყველაზე პატარა წევრებს განსაკუთრებით მოეწონათ დიჯერიდუს, აბორიგენთა სასულე ინსტრუმენტების კოლექცია.
მსახიობი ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს. გასულ წელს ჯეკმენმა მანჰეტენზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბოლო სამი სართული 21 მილიონ დოლარად შეიძინა.
ეს შენობა ცნობილი არქიტექტორის რიჩარდ მაიერის პროექტითაა აშენებული. მისი თავდაპირველი ღირებულება 25 მილიონი დოლარი გახლდათ, მაგრამ ცნობილ მსახიობს შეღავათი გაუწიეს.
საინტერესოა, რომ ახალ სახლში ჯეკმენის მეზობელი ცნობილი დიზაინერი კელვინ კლაინია.