ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი და მისი მეუღლე დენი მოდერი უსიამოვნო კონფლიქტში გარეულები აღმოჩნდნენ.
ლოს-ანჯელესელი ფოტოგრაფები ცნობილ წყვილს დილაადრიანად ჩაუსაფრდნენ, როდესაც ქალბატონი შვილებთან ერთად სეირნობდა. პაპარაცებმა აპარატები ააჩხაკუნეს თუ არა ჯულიას სახე გაუქვავდა.
განსაცდელში ჩავარდნილი ცოლი დენი მოდერმა არ მიატოვა. მისტერ დენი ფოტოგრაფების მანქანას სწრაფად მიუახლოვდა და ჩაწეულ ფანჯრებს მუშტები დაუშინა.
ფოტოგრაფებმა განრისხებულ მამაკაცს ყურადღება არ მიაქციეს და ჯულია რობერტსის გადაღება გააგრძელეს. საკუთარი ცოლ-შვილის დაცვის სურვილით ანთებული დენი მოდერი ამაზე სულ გადაირია და შეეცადა ფოტოგრაფებისათვის სამზერი არეალი ცელოფნის პარკით დაეფარა. ამ საქციელით მან საკუთარი თავი უფრო კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო.
ცოტა ხანში ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. დენი როდერი მანქანას მოშორდა და თავის ჯულიას უკან თავჩაღუნული გაჰყვა.
ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, აბეზარმა ფოტოგრაფებმა ვარსკვლავურ წყვილს თავაზიანად ბედნიერი დღე უსურვეს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ.