ამერიკული ყვითელი პრესის ცნობით, პოპულარული მსახიობი კამერონ დიასი საკუთარი სხეულის ფორმით მეტად უკმაყოფილოა. ქალბატონი კამერონი სხვა ქალების მსგავსად დიეტებს ყოველთვის იცავს, მაგრამ მას უჩეულო მიზანი გააჩნია – წონის დაკლება კი არა, მომატება სურს.
“მთელი სიცოცხლე იმაზე ვოცნებობდი, რომ ფუშფუშასხეულიანი ქალი ვყოფილიყავი. ერთი იმათგანი, რომელიც მთელი არსებით კეთილდღეობასა და ნაყოფიერებას განასახიერებს, მაგრამ ამის მისაღწევად გაცილებით მეტი ძალისხმევა მჭირდება, ვიდრე ზოგიერთებს გასახდომად.” – განაცხადა ცოტა ხნის წინ მსახიობმა.ამერიკელი ჟურნალისტების აზრით კამერონს ნამდვილად არაფერი აქვს საწუწუნო, რადგან ძალიან გემრიელი და სპეციფიური დიეტის დაცვა უხდება.
“მე ძირითადად შემწვარი კარტოფილით და ხიზილალით ვიკვებები. გამონაკლის შემთხვევებში არც ჩისბურგერზე და სხვა მაღალკალორიულ სასუსნავებზე ვამბობ უარს.” – აღიარა კამერონ დიასმა.