ცნობილი კინორეჟისორი სტივენ სოდერბერგი, რომელსაც მიმდინარე წლის 14 იანვარს 49 წელი შეუსრულდა სერიოზულად ფიქრობს საყვარელი პროფესიის მიტოვებას.
ეს ინფორმაცია ამერიკულ მას-მედიას მსახიობმა მეთ დეიმონმა განუცხადა. მას სოდერბერგთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს და რეჟისორის რამდენიმე სურათშია გადაღებული.
დეიმონის მტკიცებით, სერ სტივენი დაიღალა კინოში მუშაობით. ადრე მან განაცხადა, რომ კინოკარიერის ოცდამეხუთე წლისთავზე დატოვებს კინოს.
სოდერბერგის კარიერა 1989 წელს დაიწყო ფილმით “სექსი, სიცრუე და ვიდეო”, რომელმაც კანის კინოფესტივალზე “ოქროს პალმის რტო” დაიმსახურა.
მას შემდეგ ოცზე მეტი სურათი გადაიღო და “ოსკარიც” მიიღო ფილმისათვის “ტრაფიკი”.
სოდერბერგი მომავალში მხატვრობას აპირებს, ოღონდ მანამდე კიდევ ორი ფილმის გადაღებას აპირებს.