რამდენიმე დღის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ამჟამად დამწყები პოლიტიკოსი ალეკ ბოლდუინი ერთ უსიამოვნო ისტორიაში გარეული აღმოჩნდა.
მისტერ ალეკი მძიმე ხასიათით გამოირჩევა. ამ მიზეზის გამო ყოფილ ცოლთან, კიმ ბესინგერთან მუდმივი კონფლიქტები გააჩნდა. თვითმხილველების მტკიცებით, ბოლდუინს ბესინგერი რამდენჯერმე შემოელახა. წყვილის დაშორების უმთავრესი მიზეზი ბოლდუინის თავზეხელაღებული ხასიათი გახლდათ.
ცოტა ხნის წინ მსახიობი ახალ ისტორიაში გაება. ბოლდუინი ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში გამოფრენას აპირებდა. თვითმფრინავის სალონში მსახიობი მობილურ ტელეფონზე დემონსტრაციულად თამაშობდა. მან ყურად არ მიიღო ბორტგამცილებლის თხოვნა, რომ ელექტრომოწყობილობა გამოერთო.
რამდენიმე წუთში სტიუარდესამ მსახიობს თხოვნა თავაზიანად გაუმეორა. ბატონი ალეკი ადგილიდან წამოხტა და ყველას გასაგონად ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ალეკ ბოლდუინი თვითმფრინავის სალონში დააკავეს და აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს. მსახიობი მხოლოდ დიდი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.