ქეით უინსლეტი მადამ ტიუსოს მუზეუმში

ქეით უინსლეტი მადამ ტიუსოს მუზეუმში

ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ლონდონის სახელგანთქმული მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი ახალი ექსპონატით გამდიდრდა.

მუზეუმში ცნობილი მსახიობი ქეით უინსლეტის ცვილის ფიგურა განთავსდა. ქალბატონი ქეითი ჰელენ მირენსა და ჯუდი დენჩს შორის მოათავსეს.

უინსლეტის ქანდაკება უკვე აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო ექსპონატად მუზეუმში: ის ზუსტად ასახავს მსახიობის უზადო გარეგნობას მდიდრულ წითელ კაბაში, რომელიც მოდის კრიტიკოსებმა საუკეთესოდ ცნეს უინსლეტის საზოგადოებაში გამოსვლის მთელი ისტორიის განმავლობაში.

ეს რარიტეტული სამოსი მსახიობს პრემია “ემის” დაჯილდოების უკანასკნელი საზეიმო ცერემონიის მიმდინარეობის დროს ეცვა.