სვანეთში დიდთოვლობის გამო სერიოზული პრობლემები შეიქმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში სვანეთში გადაუღებლად თოვს.
მისივე თქმით, თოვლის გამო ჩაკეტილია გზები და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები.
"დღეს შეწყდა თოვა და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ საღამოს შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდა და, შესაბამისად დაიწყება ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაობი", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, დიდთოვლობის გამო შეუძლებელი იყო გზის გაწმენდის სამუშოების დაწყება.
"ინტერპრესნიუსს" უშგულის მოსახლოებაც დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, უშუგულში კრიტიკული მდგომარეობაა.
"უკვე ერთი კვირაა, რაც გადაუღებლად თოვს, ამ დროის განმავლობაში მოსახლეობას არც შუქი აქვს, არც გზა არ არის", - ამბობენ ადგილობრივები.