ნინო ფოჩხუა: გოგონა ავადაა და ამას ეს მანქურთები სათავისოდ იყენებენ

ნინო ფოჩხუა: გოგონა ავადაა და ამას ეს მანქურთები სათავისოდ იყენებენ

აბა არიქა, მიეცათ სალაპარაკო ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილებს. სანამ იმას დაწერთ, რომ რუსთაველზე ერთ-ერთი დაკავებული, კერძოდ ვინმე ანუკი ჩრდილელი “ოცნების” მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილია, მანამდე იქნებ გაგერკვიათ არიან კი ურთიერთობაში მამა-შვილი, 22 წელია გადაკვეთა არ ჰქონიათ მათ,- წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ანუკი ჩრდილელის ავადმყოფობას სათავისოდ იყენებენ.

“აბა არიქა, მიეცათ სალაპარაკო ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილებს. სანამ იმას დაწერთ, რომ რუსთაველზე ერთ-ერთი დაკავებული, კერძოდ ვინმე ანუკი ჩრდილელი ოცნების მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილია, მანამდე იქნებ გაგერკვიათ არიან კი ურთიერთობაში მამა-შვილი, 22 წელია გადაკვეთა არ ჰქონიათ მათ, მიუხედავად ამისა ოთარი თურქეთის და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში მის მკურნალობას თვეობით უზრუნველყოფდა. წელიწადში ორჯერ კი თბილისშიც მკურნალობს, რაც ადვილი გადასამოწმებელია. გოგონა ავადაა და ამას ეს მანქურთები სათავისოდ იყენებენ. მარტო ეს გოგონა რომ იყოს მათი გამოყენების ობიექტი, ეს არაფერი იქნებოდა, მე როგორც ვუყურებ რუსთაველზე ზოგიერთი ახალგაზრდის ქცევას, არ არიან ჯანმრთელნი და უნდა რცხვენოდეთ აქციის ორგანიზატორებს ავადმყოფი ადამიანების ექსპლუატაციის”,- წერს ფოჩხუა.