ეკა სეფაშვილი: „დიიფ სთეითის“ ჩარევები ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება ინერციით - ამით აიხსნება მათი დუმილიც

ეკა სეფაშვილი: „დიიფ სთეითის“ ჩარევები ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება ინერციით - ამით აიხსნება მათი დუმილიც

პრეზიდენტის ღია წერილი ემსახურება სწორედ ამას, რომ გავარკვიოთ რამდენად მძლავრი არის დიიფ სთეითის“ მოქმედება ჯერ კიდევ საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისთვის მიმართულ ღია წერილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ის ღირებულებითი ერთობა, რაც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, უნდა გამყარდეს კონკრეტული ნაბიჯებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. 

ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური ჟესტია საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან დონალდ ტრამპის სახელზე ღია წერილის გამოქვეყნება.

ეს ღია წერილი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ და ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი მოქმედებს ღიად და არა დაფარულად კულისებიდან. ღიად, ყველას გასაგონად და პირველ რიგში ქართული საზოგადოების დასანახად ჩვენ მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას და ვეუბნებით, რომ ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც გვქონდა მანამდეც, სანამ ამერიკაში ახალი ადმინისტრაცია მოვიდოდა ხელისუფლებაში. ახლა ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირებულებითი ერთობა იყოს გამყარებული კონკრეტული ნაბიჯებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას, ტრამპმა გარკვეული როლი ითამაშა ფაშინიანსა და ალიევს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაში და იქ რომ საქართველო არ იყო ნახსენები, რა თქმა უნდა, ბადებს გაურკვევლობას საზოგადოებაში.

პრეზიდენტის ღია წერილი არის მოწოდება იმისკენ, რომ გარკვეული იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ის, თუ რა დასკვნების და მოლოდინების საფუძველს გვაძლევს მათი ქმედება.

ჩვენ ღია ვართ პარტნიორობისთვის, გადატვირთვისათვის, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის და ახლა ჯერი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაზეა - როგორ შეძლებენ ისინი ე.წ დიიფ სთეითის“ დამარცხებას. ფაქტია, პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს მიმართ ამერიკის წინა ადმინისტრაციის პირობებში, შერბილებულია, მაგრამ დიიფ სთეითის“ ჩარევები, მათი გავლენების განხორციელება ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება ინერციით - ამით აიხსნება მათი დუმილიც.

მკვეთრად გამოხატული პოზიცია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ მოვისმინეთ და რა თქმა უნდა, არის დრო იმისა, რომ ჩვენ ჩვენი მოლოდინები და დასკვნები გავაკეთოთ. პრეზიდენტის ღია წერილი ემსახურება სწორედ ამას, რომ გავარკვიოთ რამდენად მძლავრი არის დიიფ სთეითის“ მოქმედება ჯერ კიდევ საქართველოს წინააღმდეგ," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.