თბილისში ძლიერი ქარი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

თბილისში ძლიერი ქარი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

თბილისში ძლიერი ქარია. ქარის სიჩქარე წამში საშუალოდ 20 მეტრს შეადგენს. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ძლიერ ქარს ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია და მთელი ღამის განმავლობაში არც ერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, ქარი თბილისში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ხოლო დღის მეორე ნახევარში შესაძლოა თბილისში ნალექი, მცირე თოვის სახით.

უამინდობაა მთელი საქართველოს მასშტაბით. გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილის ნინო წვერავას ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, თუმცა შტორმის შესახებ ინფორმაცია სამმართველოში არ შესულა.