პრემიერმა მეუღლესთან ერთად სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლა

პრემიერმა მეუღლესთან ერთად სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლა

შობის დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად სპექტაკლს "ყინულის დედოფალი"დაესწრნენ.

სპექტაკლის დაწყებამდე კი პრემიერმა და მისმა მეუღლემ სტუმრებს თბილისის "ივენთ ჰოლში" უმასპინძლეს. ბაშვების მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები, ანიმატორები და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟები. პატარებს საჩუქრებიც დაურიგეს.

ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა.