იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი პარიზში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"ჟურნალისტებო - თუ ღირსებული საზოგადოების ნაწილი ხართ, ხვალ არცერთი გამოცემა წინასწარმეტყველის კარიკატურის გარეშე არ უნდა იყოს", - წერს მიხეილ ხოდორკოვსკი "ტვიტერზე".
Charlie Hebdo-ის რედაქციაზე განხორციელებულ ტერაქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაიჭრა. ჟურნალის რედაქციაში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს, მათ ახლა საფრანგეთის პოლიცია ეძებს.
საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტი მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს და საფრანგეთს თანადგომა გამოუცხადეს. საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრეს.