ვლადიმერ პუტინმა პარიზში მომხდარი ტერაქტი დაგმო

ვლადიმერ პუტინმა პარიზში მომხდარი ტერაქტი დაგმო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"სახელმწიფოს მეთაურმა დაგმო ეს ცინიკური დანაშაული და დაადასტურა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს ტერორიზმის წინააღმდეგ", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად. გარდაცვლილთა შორის ორი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, Charlie Hebdo-ის რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. 2011 წელს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.