გამოცემა “The Daily Telegraph”-ის ინფორმაციით, პოპულარული ჯგუფი “Roxy Music” ყოფილი ლიდერი ბრაიან ფერი რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა.
66 წლის მუსიკოსის რჩეული 29 წლის ამანდა შეპარდი გახდა. ქალბატონი ამანდა სარეკლამო სააგენტო “PR”-ის თანამშრომელია.
ჯვრისწერის საზეიმო ცერემონიალი ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე გაიმართა. ეს ტერიტორია დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის და კარიბის ზღვაში მდებარეობს. საზეიმო ღონისძიებას მხოლოდ ახლადშეუღლებულთა ახლობლების მცირე წრე დაესწრო.
ბრაიან ფერიმ მომავალი მეუღლე 2009 წელს გაიცნო. საინტერესოა რომ ისინი ერთმანეთს ბრაიანის ერთ-ერთმა ვაჟიშვილმა გააცნო.
მუსიკოსისათვის ეს ქორწინება რიგით მეორეა. ოჯახური უღელი ბრაიანმა პირველად 1982 წელს დაიდგა, როდესაც ცოლად ლუსი ჰელმორი მოიყვანა. მათ ერთად 21 წელი გაატარეს.
ახალგაზრდობაში ბრაიან ფერი მოდელ ჯესი ჰოლს ხვდებოდა, რომელიც მოგვიანებით ახლო მეგობარმა მიკ ჯაგერმა წაართვა და ქალზე იქორწინა კიდეც.