„ამაზე რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა ისაუბროს და გაარკვიოს რა ხდება“

„ამაზე რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა ისაუბროს და გაარკვიოს რა ხდება“

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სისუსტე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაში მიდიან

უკრაინა-საქართველო ურთიერთობების კონტექსტში საუბრისას აბაშიძე უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რომლებიც საქართველოში დიდ პრობლემებთან იყვნენ დაკავშირებულნი, დღეს უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სისუსტე, რომ ეს ადამიანები უკრაინაში მიდიან და ეტყობა იქ უფრო საჭირონი არიან. ამაზე რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა ისაუბროს და გაარკვიოს რა ხდება“, - განაცხადა აბაშიძემ.