პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია გორის რაიონის სოფლების არბოსა და ნიქოზის ეკლესიებში იმყოფებოდა.
მასთან ერთად პარტიის სხვა ლიდერები - ალექსი პეტრიაშვილი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ქადაგიშვილი წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო წირვა-ლოცვას დაესწრნენ.
მოგვიანებით „თავისუფალი დემოკრატები“ კონფლიქტის ზონიდან ალილოს გორშიც შეუერთდნენ.
„ყველას ვულოცავ შობას და მინდა ვისურვო ჩვენი მტრისგან დაჩეხილი სხეულის გამთლიანება, საქართველს გამთლიანება და საქართველოს გაძლიერება“, - აღნიშნა ალასანიამ.