მუსიკალური გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, ჯგუფი “Depeche Mode”-ს ყოფილი წევრები ვინს კლარკი და მარტინ გორი ახალ სტუდიერ ალბომზე მუშაობენ.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Ssss” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 12 მარტს გამოვა. ამ დისკზე შემდეგი ათი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.1. Lowly
2. Zaat
3. Spock
4. Windup Robot
5. Bendy Bass
6. Single Blip
7. Skip This Track
8. Aftermaths
9. Recycle
10. Flux
ვინს კლარკმა “Depeche Mode” 1981 წელს დატოვა. მარტინ გორთან თანამშრომლობის სურვილი გასულ წელს გაუჩნდა. კოლეგებმა საერთო ენა მალე გამონახეს და ერთობლივი ალბომის ჩაწერასაც შეუდგნენ.
ვინს კლარკმა, მარტინ გორმა, დეივ განმა და ენდრიუ ფლეტჩერმა “Depeche Mode” 1980 წელს ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომი “Speak & Spell” ჯგუფმა 1981 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ კლარკმა ჯგუფი მიატოვა და საკუთარი კარიერა წამოიწყო. მოგვიანებით მან ჯგუფები “Yazoo” და “Erasure” ჩამოაყალიბა. კლარკის ნაცვლად “Depeche Mode”-მ ალან უაილდერი მიიწვია.