რამდენიმე დღის მუსიკალურმა გამოცემამ “New Musical Express” გაავრცელა ცნობა, რომ ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა “Van Halen” ახალ სტუდიერ ჩანაწერზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “A Different Kind Of Truth” და დღის სინათღლეს მიმდინარე წლის 7 თებერვალს იხილავს.
ახალი ალბომი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი აღმოჩნდება, რომელსაც ჯგუფი თავდაპირველი შემადგენლობით ჩაწერს. მის სამუშაო პროცესში ვოკალისტი დევიდ ლი როტიც მონაწილეობდა. ამ უკანასკნელმა ჯგუფი 1985 წელს, ალბომი “1984”-ის გამოცემის შემდეგ დატოვა. ამ პერიოდიდან “Van Halen” სემი ჰაგართთან და გერი ჩერონესთან თანამშრომლობდა.
ჯგუფის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Van Halen III” 1998 წელს გამოიცა.დევიდ ლი როტი ჯგუფში 2007 წელს დაბრუნდა და ძველ კოლეგებთან ერთად საგასტროლო ტურნეში გაეგზავრა.
ახალ ალბომში შემდეგი ცამეტი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
1. Tattoo
2. She's The Woman
3. You And Your Blues
4. China Town
5. Blood And Fire
6. Bullethead
7. As Is
8. Honeybabysweetiedoll
9. The Trouble With Never
10. Outta Space
11. Stay Frosty
12. Big River
13. Beats Workin
ახალი ალბომის გამოცემის შემდეგ ჯგუფის წევრები საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. მუსიკოსების პირველი კონცერტი 10 იანვარს არის დაგეგმილი. ამის შემდეგ ჯგუფი აშშ-სა და კანადაში კიდევ რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს.
რასაკვირველია ამ ტურნეში მონაწილეობას მიიღებს ვოკალისტი დევიდ ლი როტიც.