ცნობილია „გრემის“ მოწვეული სტუმრების სია

ცნობილია „გრემის“ მოწვეული სტუმრების სია


„Grammy Awards 2012„-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ცერემონიალზე მოწვეული არტისტების სია გამოაქვეყნა. მათ შორის არიან ბრუნო მარსი, კელი კლარკსონი, ტეილორ სვიფტი და ჯგუფი „Foo Fighters“. დაჯილდოება არ ჩაივლის აგრეთვე ახალბედების გარეშე, რომლებიც ღონისძიებაზე პირველად გამოდიან. ესენი არიან ქანთრი-მომღერალი ჯეისონ ალდიანი და ნიკი მინაჟი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, მომღერალი, რომელიც გახსნის შოუს. ყველაზე რეალური კანდიდატურად ამჟამად მოიაზრება ადელი. ჯერ-ჯერობით მომღერლის მენეჯმენტი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ადელი წელს „გრემის“ ექვს ნომინაციაშია წარდგენილი.  

შეგახსენებთ, რომ „გრემის“ დაჯილდოების 54-ე ცერემონიალი 12 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.