რატომ ხვდება მადონა ახალგაზრდა მამაკაცებს?

რატომ ხვდება მადონა ახალგაზრდა მამაკაცებს?


მადონამ ტელეარხ ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ საყვარლებზე ისაუბრა. ჟურნალისტს აინტერესებდა, რატომ ხვდება მომღერალი მამაკაცებს, რომლებიც ასაკით შვილად ერგება.  

"მე ხომ ქაღალდზე არ დამიწერია, რომ ურთიერთობა მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცებთან მექნება, უბრალოდ ხდება ის, რაც ხდება. მე შევხვდი ვიღაცას, ვისზეც მინდა რომ ვიზრუნო, ხოლო მისი ასაკი მხოლოდ შემთხვევითობაა", - განაცხადა მადონამ. 

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იზიდავს მას ახალგაზრდა საყვარელში, მადონამ წარბები შეიჭმუხნა: "ეს საუბარი ჩემთვის უსიამოვნოა, სიცოცხლის მარტოობაში გატარება არ მინდა, დედობა მომწონს, ბავშვები ჩემს ცხოვრებას ავსებენ, მაგრამ მინდა ცხოვრების თანამგზავრი მყავდეს. ჩვეულებრივი ცხოვრებით არასოდეს მიცხოვრია, ამიტომ გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მე ჩვეულებრივ არჩევანს გავაკეთებ".  

მომღერალმა აღიარა, რომ საყვარელს ყველანაირად ათამამებს. ვარსკვლავს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბრაჰიმ ზაიბატთან თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს.

შეგახსენებთ, 24 წლის ბრაჰიმმა და 52 წლის მადონამ ერთმანეთი სექტემბერში ნიუ-იორკში გაიცნეს. 

მომზადებულია ABC-ის მიხედვით.