კეტი პერიმ People's Choice Awards-ზე ხუთი ჯილდო მოიპოვა

კეტი პერიმ People's Choice Awards-ზე ხუთი ჯილდო მოიპოვა


მომღერალი კეტი პერი People's Choice Awards-ის ("ხალხის არჩევანი") 38-ე ცერემონიაზე ჯილდოების რაოდენობით ლიდერია. ცერემონია ლოს-ანჯელესში 11 იანავრის საღამოს ჩატარდა. 

პერიმ, რომელმაც ცერემონიას არ ესწრებოდა, ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ, ჯილდო "ხალხის არჩევანი" წლის სიმღერისთვის ("E.T." კანე უესტთან ეთად) და წლის ვიდეოკიპისთვის ("Last Friday Night") მოიპოვა. ასევე ის აღიარეს: საუკეთესო შემსრულებლად და საუკეთესო მოწვეულ "ვარსკვლავად" ტელესერიალში. (კომედიური როლისთვის "აი, ასე შევხვდი დედათქვენს".)

"ხალხის არჩევანის" ოთხი ჯილდო ფილმმა "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები. ნაწილი 2" მიიღო. სურათმა, რომელიც კინოსაგას ასრულებს, წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო მოიპოვა. იგი საუკეთესო მოქმედებისთვისაც დააჯილდოვეს. ფილმმა ასევე კატეგორიებში: "წიგნის ადაპტაცია" და "მსახიობების საუკეთესო ანსამბლი" გაიმარჯვა.

"ხალხის არჩევანის" ორი ჯილდო მსახიობებმა - ჯონი დეპმა და ემა სტოუნმა მიიღეს.

People's Choice Awards ჯილდოების მფლობელებს ხმის მიცემით გამოავლენს. ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.