საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მოწვევა მოითხოვა.
"ნაციონალურ მოძრაობას" ჯანელიძის მოსმენა "იმ სამარცხვინო და მოღალატურ განცხადებაზე" სურს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
"არის მცდელობა იმისა, რომ ხელი რიგით თანამშრომელს შეახოცონ. ეს განცხადება ეროვნული ინტერესების ღალატს წარმოადგენს და არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის ღალატი, ეს არის საქართველოსთვის ლახვრის ჩაცემა და პუტინის სამსახური. წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ჰყავდეს ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ ასეთ ნაძირლობას სჩადის და ამ ნაძირლობას იმ არაკაცობას უმატებს, როცა ხდება სხვისთვის ხელის შეხოცვა, რომ თითქოს მან არაფერი იცოდა. ასეთი სამარცხვინო რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის სხდომაზე.