პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლონეთის უსაფრთხოება უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
„პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მომენტიდან მე მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები ვიცე-პრემიერთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე მნიშვნელოვან მეთაურებთან. შეიარაღებული ძალების ოპერაციული სარდლობის ბრიფინგში მივიღე მონაწილეობა. მოგვიანებით ბრიფინგი ეროვნული უსაფრთხოების ბიუროში მექნება, რომელშის მონაწილეობას მთავრობის თავმჯდომარეც მიიღებს. ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება უმაღლესი პრიორიტეტია და მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს“, - დაწერა ნავროცკიმ.