პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ და ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ იკამათეს.
ბარამიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საპარლამენტო საქმიანობის თბილისში, პარლამენტის შენობაში წარმართვასთან დაკავშირებით და ბიუროს წევრებს მიმართა, რომ შეწყვიტონ კონსტიტუციის დარღვევა.
მის განცხადებას დავით საგანელიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ყოველთვის ირღვეოდა კონსტიტუცია. ამ საუბარს შელაპარაკება მოჰყვა. კოლეგებმა ერთმანეთს არაკორექტური ფრაზებით მიმართეს.