მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას იწყებს

მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას იწყებს

საქართველო მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებასაც იწყებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პროცესში ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობო სექტორიც იქნება ჩართული.

"სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება. ამას სჭირდება თანადგომა მთავრობის მხრიდან. პროცესში არასამთავრობო სექტორიც იქნება ჩართული და ის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.