მინდია ჯანელიძეს თავდაცვის უწყების განცხადებაზე კომენტარი არც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაუკეთებია

მინდია ჯანელიძეს თავდაცვის უწყების განცხადებაზე კომენტარი არც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაუკეთებია

თავდაცის მინისტრი მინდია ჯანელიძე მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასასწრებად მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. მას მედიასთან უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგის მიხედვით, დღეს 34 საკითხს განიხილავს.

20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

21 დეკემბერს კი, თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.