რაც საყდრისზე მოხდა, სრული კატასტროფაა და პარლამენტი ამ საკითხს ასე არ დატოვებს

რაც საყდრისზე მოხდა, სრული კატასტროფაა და პარლამენტი ამ საკითხს ასე არ დატოვებს

ის, რაც საყდრისზე მოხდა, სრული კატასტროფაა და პარლამენტი ამ საკითხს ასე არ დატოვებს, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საყდრისზე სამუშაოები აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

,,პარლამენტში ორი წინადადებაა შემოსული, ,,თავისუფალი დემოკრატების" და ,,ნაციონალების". არ ვიცი, იქნება თუ არა უმრავლესობის წინადადება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლებელია ეს იყოს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც კულტურის ძეგლების მიმართ დამოკიდებულობას შეისწავლის. ასევე წინადადება შეიძლება იყოს ის, რომ დაინიშნოს მომხსენებელთა ჯგუფი. ამას უყურადღებოდ ვერავინ დატოვებს. ის რაც მოხდა, არის კატასტროფა კულტურული თვალსაზრისით და ამაზე რაღაც რეაგირება პარლამენტს აუცილებლად ექნება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომპანია "ერემჯიმ" საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს განაახლა, რასაც საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.