ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მას ახალი და დამატებითი ინფორმაცია მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანისგან არ მოუსმენია.
ჩიქოვანის თქმით, ახალი არის ის, რომ აღნიშნულ თემაზე განმარტებას თავად მინისტრი მინდია ჯანელიძე გააკეთებს. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" დაელოდებიან თავდაცვის მინისტრის განცხადებებსა და განმარტებებს.
დახურული სხდომის შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე თავად მინდია ჯანელიძე წარსდგება, რომელიც სათანადო განმარტებებს გააკეთებს.
მედიის კითხვაზე, თუ როდისთვის აპირებს მინისტრი საზოგადოებისთვის განმარტებების და შესაბამისი განცხადებების გაკეთებას, მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მან რამდენჯერმა აღნიშნა, რომ განმარტებები გაკეთდება.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე მინისტრის მოადგილემ გოჩა რატიანმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს დახურულ ფორმატში უპასუხა.