საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები დროული იყო.
„გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ეს იყო უაღრესად დროული და მკაფიო. ჩვენმა პარტნიორებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომელიც პირდაპირ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისგან. აფხაზეთთან დადებული ე.წ. ხელშეკრულება არის არალეგალური, თვითონ პროცესი კი არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რეგიონში ახორციელებს“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.