თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე პასუხისმგებლობა მმართველმა უმრავლესობამაც აიღო

თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე პასუხისმგებლობა მმართველმა უმრავლესობამაც აიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე პასუხისმგებლობა მმართველმა უმრავლესობამაც აიღო, – ასე ხსნის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის დახურვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

განცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანთან ერთად კომიტეტის წევრები დახურულ ფორმატში მსჯელობენ. კომიტეტი დატოვა მედიამ და ასევე არაწევრმა წარმომადგენლებმა. მათ შორის, კომიტეტის სხდომიდან გამოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე, რომლებიც პარლამენტის წევრები არ არიან.

"ის, რომ უმრავლესობამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დახურა და ჟურნალისტებს და არადეპუტატებს აქ ყოფნის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მეტყველებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე მმართველი გუნდი სრულად იღებს პასუხისმგებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით მათი ყოველი მომდევნო განცხადება და განმარტება კი კიდკევ უფრო სამარცხვინო ხდება. ხელისუფლებთ მოწოდებულია არა იმისკენ, რომ დაიცვას ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი, არამედ იმისათვის, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, მათ სურდათ, მოესმინათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან, თუ რატომ მოხდა საკითხის პოლიტიზირება და ვისი ინიციატივით გავრცელდა აღნიშნული განცხადება.