საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს.
"ძალიან სამწუხარო იყო ეს განცხადება. ჩვენ პირველივე დღიდან გავაკეთეთ ყველაფერი, რომ აქტიური მონაწილეობა მიგვეღო დაღუპული ჯარისკაცის გადმოსვენებაში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ამასთან, ბერუჩაშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის თაობაზე, უნდა დადგეს თუ არა თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.