„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს დღეს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„თავად ბატონი მინისტრის მინდია ჯანელიძის ხანგრძლივი დუმილი მაკვირვებს", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
„როგორც ჩანს, მან ჯერ ვერ გაითავისა მინისტრის სავარძელი და ძველი სტანდარტით მუშაობს, სტანდარტებით, რასაც ერქვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. მას, თავისი ძველი საქმიანობიდან გამომდინარე, არასდროს უწევდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ახლა, როცა უკვე საჯარო მოხელედ მუშაობს, როდის შეეჩვევა ჟურნალსტებთან საუბარს - გაუგებარი რჩება.
სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან უნდა გადაგეს.
„ყოველგვარი ზეიმისა და განქიქების გარეშე, როგორ ჩუმადაც აღმოჩნდა ბატონო ჯანელიძე მინისტრის პოსტზე, ასევე მდუმარედ უნდა დასტოვოს მინისტრის პოსტი და დაიკავოს ის თანამდებობა, რომელიც მისთვის უფრო ახლობელია, დაწყებული „ოდეერობიდან", დასრულებული კონტრდაზვერვის სამსახურით", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.