ბურძგლას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს მუშა გარდაიცვალა

ბურძგლას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს, უბედური შემთხვევის შედეგად, მუშა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მუშა თხრილში ჩავარდა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, თბილისის მერია სრულად გაწევს იმ ხარჯებს, რომელიც დაკავშირებული იქნება სარიტუალო მომსახურებასთან.

"საგზაო სამუშაოების დროს სამწუხარო ფაქტი მოხდა. კონტრაქტორი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ფხიზლად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს", - განაცხადა ნარმანიამ.