"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ

პარლამენტის საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის გოჩა რატიანისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.

"ნაციონალური მოძრაობიდან" კომიტეტის სხდომაზე პარტიის არადეპუტატი წევრები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე მივიდნენ.

რატიანმა კომიტეტის წევრებს დოკუმენტი წარუდგინა, რისთვისაც ის პარლამენტში იყო მიწვეული, თუმცა როგორც კი სარატიფიკაციო დოკუმენტზე საუბარი დასრულდა, კომიტეტის სხდომა დაიხურა.

ამ წუთებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა იწყება.