უზენაესი სასამართლოს წევრობის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით ამ მომენტისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
კვერანჩხილაძის თქმით, პრეზიდენტი ნებისმიერ თემაზე ღიაა ყველასთან კონსულტაციებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის და საერთო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის გათვალისწინებით, მათი პარლამენტისათვის წარდგენა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.
2015 წლის თებერვლიდან უზენაეს სასამართლოში 3 ადგილი იქნება ვაკანტური, 10-წლიანი უფლებამისილების ვადა ეწურება სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს და უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლეს.