უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს პოლიტიკასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს პოლიტიკასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება, პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს. როგორც კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი ადამიანი.

"პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს მას კავშირი, ანუ არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც აშკარაა, რომ პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში, რთული იქნება იმის დასაბუთება, რომ ეს ადამიანი იქნება მიუკერძოებელი. ეს ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმის კარგი მცოდნე, კარგი იურისტი, შეიძლება არ ჰქონდეს მოსამართლის გამოცდილება, მაგრამ უნდა ესმოდეს კარგად სისტემა და ასევე უნდა იყოს გამორჩეული იმ საკითხებში, როგორიც სასამართლოა", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.