კონსტანტინე კუბლაშვილმა უხუცესი მოსამართლეები და თანამშრომლები დააჯილდოვა

კონსტანტინე კუბლაშვილმა უხუცესი მოსამართლეები და თანამშრომლები დააჯილდოვა

უზენაესი სასამართლომ თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა უხუცესი მოსამართლეები და თანამშრომლები დააჯილდოვა. როგორც კუბლაშვილმა განმარტა, ღონისძიება უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილესთან დაუკავშირებით აღინიშნება.

"დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ შენობის, უზენაესი სასამართლოს 120 წლისთავს. ვაჯილდოებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ არა მხოლოდ უზენაეს სასამართლოში, არამედ მოსამართლედ მუშაობის. ასეთი გახლავთ სამი მოსამართლე, რომლებსაც სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის 27, 30, 32 წლის სტაჟი აქვთ", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს ასევე დაჯილდოვდნენ უზენაესი სასამართლოს მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლოში. "დღეს დავაჯილდოეთ თანამშრომლები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება აქვთ ამ შენობაში მუშაობის და მათ დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ უზენაეს სასამართლოს კარგად ეფუნქციონერა", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.