ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ტელეკომპანია „მაესტროში“ მომხდარ საკადრო ცვლილებებს და რეორგანიზაციას გამოეხმაურა.
კითხვაზე, არხზე მისვლის შემთხვევაში, გამორიცხავს თუ არა თუნდაც კოკა ყანდიაშვილის მხრიდან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში პოლიტიკურ ჩარევას, კალაძემ აღნიშნა, რომ „მაესტროს“ ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, ტელევიზიაში ვინ იმუშავებს. „ეს ალბათ, კომპანიის შიდა გადაწყვეტილებებია კადრებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დარჩეს და ვინ მოვიდეს. ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო? კოკა ყანდიაშვილი თავისუფალი მოქალაქეა, ის არც მთავრობის კონსულტანტია და არც ადმინისტრაციაში მუშაობს უკვე დიდი ხანია. თვითონ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, თუ ვინ იმუშავებს ტელევიზიაში“, - განაცხადა კალაძემ.