გადაიდო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია 26 დეკემბერისთვის გადაიდო. ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციის გამართვა 24 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი დღით გადაიდო.
მთავრობის მეთაური ჟურნალისტებთან სავარაუდოდ გასულ წელს შეაჯამებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.