იგეგმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კვლავ გოგი გახარია იქნება.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, სად-ის ფუნქცია სამინისტროსთან შეერთების შემდეგ უცვლელი დარჩება, თუმცა დეპარტამენტს საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსი აღარ ექნება.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქვედა რგოლებში საკადრო ცვლილებები მოხდება.
"ქვედა რგოლებში მოხდება საკადრო ცვლილებები, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იგივე დარჩება. რაც შეეხება ქვედა რგოლებში ცვლილებებს, იქ ახალი სისხლია საჭირო", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამინისტროსთან შეერთებასთან დაკავშირებით მთავრობამ მინისტრის ინიციატივა მოიწონა. მღებრიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში აღნიშნული ინიციატივის განხილვას პარლამენტი დაიწყებს.
სად-ი სამინისტროს შემადგენლობაში ბიუჯეტით გადავა, დეპარტამენტს აქამდე ცალკე ბიუჯეტი ქონდა.