კბილაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მართავს

კბილაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მართავს

ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანი" საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიება პროექტის "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში" ფარგლებში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.

პრეზენტაციას "საქართველოს ევროპული არჩევანი" დამფუძნებელი, თავმჯდომარე არჩილ კბილაშვილი ესწრება. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი, საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსამართლეები.