საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, 4:43 საათზე, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, საქართველოში ბიძგების სიმძლავრე დაახლოებით 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა და ყველაზე მეტად ყვარელში იქნებოდა შესამჩნევი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.