კარლ ბილდტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას ეხმაურება

კარლ ბილდტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას ეხმაურება

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი  კარლ ბილდტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას ეხმაურება.

"საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობისთვის. მისია გაგრძელდა", - დაწერა კარლ ბილდტმა "ტვიტერზე".

ევროპის საბჭომ 16 დეკემბერს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2016 წლის 14 დეკემბრამდე,  ორი წლით გააგრძელა. გასულ კვირას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად ლიტველი კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი ტოივო კლაარს შეცვლის.