ჯო კოკერი გარდაიცვალა

ჯო კოკერი გარდაიცვალა

ლეგენდარული მომღერალი  ჯო კოკერი 70 წლის ასაკში, ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. 

მომღერალი ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნით იყო დაავადებული. იგი კოლორადოს შტატში ცხოვრობდა. ჯო კოკერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი აგენტი ბარი მარშალი ადასტურებს. 
კოკერმა სოლო კარიერა 1960 წელს დაიწყო. მომღერალს 40-მდე ალბომი აქვს გამოცემული. მისი ბლუზ ბალადები მსოფლიო ჰიტებად იქცა, მათგან განსაკუთრებით ცნობილია My Father’s Son, Unchain My Heart, You Can Leave Your Hat On, Now That the Magic Has Gone, N`oubliez jamais.

2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone ჯო კოკერი "ისტორიაში 100 ყველაზე დიდებული მომღერლის" სიაში შეიყვანა.