დავით მაღრაძე: ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, შეისწავლოს ოსური და აფხაზური ენები, ის მთელი სერიოზულობით მოეკიდა ამ ორი ენის შესწავლას

დავით მაღრაძე: ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, შეისწავლოს ოსური და აფხაზური ენები, ის მთელი სერიოზულობით მოეკიდა ამ ორი ენის შესწავლას

ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პოეტი და პუბლიცისტი დავით მაღრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, შეისწავლოს ოსური და აფხაზური ენები და ამას მთელი სერიოზულობით მოეკიდა. აღნიშნულზე მაღრაძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.

„შეიძლება, ამის თქმის უფლება არ მაქვს და ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, უიშვიათესი შემთხვევაა, როცა პრივატული საუბარი გამომაქვს სააშკარაოზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის შენახვა, როგორც საიდუმლო ამბის, სწორი არ იქნება და ეს ცნობილი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, შეისწავლოს ოსური და აფხაზური ენები, ის მთელი სერიოზულობით მოეკიდა ამ ორი ენის შესწავლას. ეს პირადად მისგან ვიცი. ამის არდანახვა არ შეიძლება. მას ბოდიშს ვუხდი, რომ ეს ამბავი სააშკარაოზე გამოვიტანე", - განაცხადა მაღრაძემ.