ერთხელ ზალცბურგის ცნობილმა დიდებულმა გადაწყვიტა გასაუბრებოდა პატარა მოცარტს, რომელიც ამ დროისათვის უკვე მსოფლიო აღიარებით სარგებლობდა.
როგორ მიემართა ბიჭუნასათვის? – აი, რა აწუხებდა მას. ეთქვა მოცარტისათვის “შენ” – ეუხერხულა, მეტად დიდი იყო მისი დიდება, ეთქვა “თქვენ” – მეტისმეტი პატივი იყო ბიჭისათვის.
მაგრამ, აი, გამოსავალი ნახა:
- ჩვენ ვიყავით საფრანგეთში და ინგლისში? ჩვენ დიდი წარმატება გვქონდა? – შეეკითხა დიდებული.
- მაგრამ მე თქვენ, მგონი არსად, არასოდეს არ შემხვედრიხართ, გარდა ზალცბურგისა! – შეაწყვეტინა მას გულუბრყვილო ვოლფგანგმა.